weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში რაიონების გამგებლები წელიწადში 14 დანამატს და პრემიას იღებენ

13:41 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017

თბილისის რაიონების გამგებლები ყოველწლიურად 14 დანამატს და პრემიას იღებენ. მათი წლიური თანამდებობრივი სარგო 31 200 ლარია, თუმცა ფაქტობრივად მიღებული ანაზღაურება 67 080 ლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასს, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასზე 75 %-ით მეტია.  

ქალაქ თბილისის მერიის მოქმედ სტრუქტურაში 10 რაიონის გამგებელი შედის. დედაქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით, მათი თანამდებობრივი სარგო თვეში 2 600 ლარია, ანუ წელიწადში 31 200 ლარი. 

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოიკვლია, რომ თბილისში რაიონების გამგებლების მიერ ფაქტობრივად მიღებული გასამრჯელო, პრემია-დანამატების ინტენსიურად გაცემის გამო, წელიწადში 67 080 ლარს შეადგენს, ე.ი. ისინი თვეში საშუალოდ იღებენ 5 590 ლარს. 

ასეთი მონაცემი დაფიქსირებულია ბექა მიქაუტაძის (საბურთალო), გელა არჩვაძის (მთაწმინდა), გიორგი კოპალეიშვილის (კრწანისი), ვახტანგ ქიზიყურაშვილის (ისანი), ზურაბ ჩიკვილაძის (ჩუღურეთი), ირმა ზავრადაშვილის (დიდუბე), ასევე სამგორის ყოფილი გამგებლის მამუკა ჩოქურისა და გლდანის ყოფილი გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ქონებრივ დეკლარაციებში. ვაკის და ნაძალადევის რაიონების გამგებლებს ქონებრივი მდგომარების სრული დეკლარირება ჯერჯერობით არ მოუხდენიათ.

თბილისის ყველა რაიონის გამგებელი საქართველოს მთავრობის მეთაურზე მნიშვნელოვნად მაღალ ანაზღაურებას იღებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი 51 370 ლარს შეადგენს (თვეში - 4 280 ლარი). თბილისის მერის დავით ნარმანიას ხელფასი წელიწადში 38 160 ლარია.   

 

მსგავს თემაზე: 

თბილისის მერიის რომელი ჩინოვნიკები იღებენ პრემიერ-მინისტრზე მაღალ ხელფასებს

კარლო ლაფერაძე ადგილობრივ თვითმმართველობებში ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]