weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცხინვალის ციხიდან ხვიჩა მღებრიშვილი გაათავისუფლეს

17:41 პარასკევი, 25 სექტემბერი 2020

საოკუპაციო ძალების მიერ სამი თვის წინ, ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. როგორც მან გათავისუფლების შემდეგ თქვა, დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება, თითქოს აღიარა, რომ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, სისულელეა.

„არცევში მივდიოდი, ტელეფონზე მისმენდნენ, მელოდებოდნენ, დამიჭირეს, წამიყვანეს ცხინვალში. ღამურებთან დაკავშირებით სისულელეა. საიდანღაც რაღაც მოაგონდათ. რაღაც ლაბორატორიაო. რის ლაბორატორია-მეთქი. ინგლისური არ ვიცი – რა ამერიკელები, რის ამერიკელები. საჭიროა და ეგრე გააკეთეო და გავაკეთე. სხვა ვარიანტი არ იყო“, – განაცხადა ხვიჩა მღებრიშვილმა, რომელიც გათავისუფლების შემდეგ საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს. მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მღებრიშვილის „ინტერესის მთავარი საგანი ღამურები იყვნენ, რომლებიც ცხინვალის რაიონის სოფლებში – არცევსა და ღრომში ბინადრობენ“.

ე. წ. უსაფრთხოების კომიტეტის მტკიცებით, მღებრიშვილმა თქვა, რომ აპირებდა, აღნიშნულ სოფლებში მოპოვებული ღამურები საქართველოში თითო 5000 აშშ დოლარად გაეყიდა.

„სამხრეთოსეთური ღამურების პოპულაციის მიმართ გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან იჩენს ე.წ. „ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. 2012, 2014 და 2018 წლებში ლაბორატორიის თანამშრომლები სისტემატურად იჭერდნენ ხელფრთიანებს სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონში – შიდა ქართლში“, – აცხადებდა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი.

21 აგვისტოს ხვიჩა მღებრიშვილი დამნაშავედ ცნეს „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, 24 სექტემბერს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ.

როგორც ხვიჩა მღებრიშვილი ამბობს, ცხინვალის ციხეში ქართველები ნახა: „კარგად არიან და ელოდებიან გამოსვლას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]