weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა

18:47 ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2020

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად პარლამენტის მოქმედი წევრი კობა კობალაძე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

კობა კობალაძე ამ თანამდებობაზე ვლადიმერ იმნაძეს შეცვლის. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმნაძე საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.

კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე 2016 წელს რამდენიმე თვე მუშაობდა, ვიდრე „ქართული ოცნებიდან“ ავჭალის მაჟორიტარ დეპუტატად არ იქნა არჩეული. 2020 წლის არჩევნებისთვის ის პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად აღარ დაასახელა, კობა კობალაძე არც 150-წევრიან პარტიულ სიაშია.

კობა კობალაძე 1991-1994 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. მინიჭებული აქვს გენერალ-მაიორის წოდება.

მიმდინარე წლის ივლისში კობა კობალაძის შვილი დავით კობალაძე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) დააკავეს. საქმე ეხება თბილისში, 24 ივნისს მომხდარ დანაშაულს, რა დროსაც 23 წლის მამაკაცი დაჭრეს. დავით კობალაძე ექვს პირთან ერთად არის ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის მონაწილე ორი პირი მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა, ხოლო კობა კობალაძის შვილი, 2000 წელს დაბადებული დავით კობალაძე პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]