weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მარნეულის ეპისკოპოსის გაწვევის მოთხოვნით, „ოცნების“ წევრები ხელმოწერებს აგროვებენ“

18:59 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია აცხადებს, რომ ეპისკოპოსის, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანი ეპარქიიდან მისი გაწვევაა. ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კამპანიაში „ქართული ოცნების“ ადგლობრივი წევრები არიან ჩართულნი.

„მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, ცილს სწამებენ ეპისკოპოსს, თითქოს პარტია „ქართული ოცნების“ წევრის თ.შ-ს (თემურ შუბითიძე - რედ.) მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით, რაც არის მტკნარი სიცრუე, უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება. ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ - მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით. ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმისა, რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული, კერძოდ სხვადასხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება“, – ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და სიმშვიდე შეინარჩუნონ.

„რაც შეეხება იმ პირებს, რომელნიც ცილისმწამებლურ კამპანიაში არიან ჩართულნი, შევაგონებთ, რომ შეინანონ, რადგან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება, ანუ ცილისწამება კანონიკური სამართლის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეპარქიის განცხადებასთან დაკავშირებით „რეგინფო“ პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაურ დარგალს დაუკავშირდა. როგორც მან თქვა, შეხვედრაზეა და ამ საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ამირან გიორგაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ქართული ოცნების“ წევრი და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი თემურ შუბითიძე 30 სექტემბერს სასტიკად სცემეს, რასაც „ქართული ოცნების“ ლიდერები პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებას უკავშირებდნენ. სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ შუბითიძე ავტომობილით ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მოძრაობდა, რა დროსაც მის ავტომანქანას უკანა მხრიდან მიზანმიმართულად შეაჯახეს ავტომობილი, რის შემდეგაც ბრალდებულებმა შუბითიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი რამდენიმე თვეა დაპირისპირებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. მეუფე მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]