weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვნახოთ რამდენად უშველის ბოდიში - თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერზე

01:03 ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2020
ფოტოზეთორინიკე რიჟვაძე ფოტოზეთორინიკე რიჟვაძე

„ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურანლისტის სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

გამოცემა „ბათუმელებმა“ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე მათ ჟურნალისტს აგინებს. „ბათუმელების“ ცნობით, მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. გამოცემის თანახმად, კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და განაცხადა, რომ მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს. ქარტიამ მოუწოდა მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ჯუმბერ ვარდმანიძემ სინანული გამოთქვა ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო.

„გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო“, – განაცხადა ხელვაჩაურის მერმა.

ვარდმანიძის საქციელს არ გამოხმაურებია „ქართული ოცნება“, რომელმაც 2017 წელს ის მერობის კანდიდატად წარადგინა.

ჯუმბერ ვარდმანიძის გადაგომა მოითხოვა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. ოპოზიცის განცხადებით, ვარდმანიძეს თანამდებობაზე დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]