weather cur horoscope tv
ნოემბერი 04, 2024

„თუ ამ პირობებში ჩატარდება არჩევნები, შეიძლება მისი ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დადგეს“

15:29 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

„თუ ამ პირობებში გაგრძელდება კამპანია და ამ პირობებში ჩატარდება არჩევნები, ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდნარე, შეიძლება, არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ქვეშ“, – განაცხადა „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისი თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნების გადადების მექანიზმი არსებობს და ის „ქართული ოცნების“ ხელშია.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ავტომატურად იწვევს პროცესის გადადებას. ვისაც ეს ბერკეტი ხელში უპყრია, მათ მოუწევთ პაუხისმგელობის აღება. იმის გამო, რომ ვიღაცის ცოლის დაქალი შევიდეს პარლამენტში, ჩვენი მოქალაქეები რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან.

დღეს, პარლამენტის დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ პარალამენტის თავმჯდომარეს მიმართა და არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვა მოითხოვა. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე თუ რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობას არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

„უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე“, – აცხადებს კობერიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში – 1388.

გუშინ, 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

„ეს არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ, მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა იზრდება. არავის გვეგონოს, რომ რაოდენობის მატება შეჩერდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]