weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

წინ გველის მძიმე, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა – გახარია

18:09 პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნებამდე „მძიმე და ტოქსიკური“ ორი კვირაა მოსალოდნელი. ამის შესახებ გახარიამ ლანჩხუთში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

„ყველაზე მთავარია ეს მძიმე ორი კვირა, რომელიც ახლა წინ გველის, ძალიან ტოქსიკური ორი კვირა, როდესაც პოლიტიკოსები საერთოდ ყველაფერზე მიდიან და შეიძლება ისეთები იკადრონ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში წარმოუდგენლადაც მოგვეჩვენოს.

ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში და ღირსეულად. ღირსება და სამართლიანობა არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა“, – განაცხადა გახარიამ.

31 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნების გარდა, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ამავე დღეს არის დანიშნული ხუთი მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

დღეს პარლამენტის დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ პარალამენტის თავმჯდომარეს მიმართა და არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვა მოითხოვა. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე თუ რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს მოსახლეობის ჯანმრთელობას არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

„უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე“, – აცხადებს კობერიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5900 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში – 1388.

გუშინ, 15 ოქტომბერს, როდესაც საქართველოში, დღე-ღამეში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩევნების გადადებაზე ფიქრის საფუძველი არ არსებობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]