weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტში არ შესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა – ჩუგოშვილი

14:02 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, შეცდომას დაუშვებენ, თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.

ჩუგოშვილის განცხადებით, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოპოზიციამ იმაზე მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე ოდესმე ჰქონია.

„მილიონი ამომრჩეველი, ვირუსის საფრთხის ქვეშ, რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა პოზიცია. ვიდრე პარტიები იტყვიან, რომ ეს დღე არ ითვლება, ჯერ უნდა გააკეთონ ყველაფერი, იმისთვის, რომ სწორად დაითვალოს მონაცემები და თუ სადმე პრობლემა იყო, ან გადაითვალოს ის უბნები ან გაბათილდეს იმ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება თავიდანაც ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით ეს მცდელობები არ ჩანს.

ამ არჩევნებს საერთაშორისო ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ამ პირობებში მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც საერთაშორისო პარტნიორები. 

პარლამენტში არ შესვლა კი, ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა და არ შეიძლება ამ შეცდომის გამეორება. არ შეიძლება ხელისუფლება მარტო დატოვო პარლამენტში ყოველგვარი ოპონირების და კონკურენციის გარეშე (ეს უკვე ვქენით ერთხელ და კარგით არაფრით დასრულდა).

დღეს ოპოზიციას იმაზე მეტი მანდატი აქვს მოპოვებული, ვიდრე ოდესმე და დღევანდელი კანონმდებლობით არსებული საკონტროლო მექანიზმების გათვალისწინებით, პარლამენტში ეს მანდატები იმაზე დიდი ძალაა, ვიდრე ოდესმე.

ამ ყველაფრის გამოყენების ნაცვლად უბრალოდ იმის თქმა, რომ არ ითვლება 31 ოქტომბრის დღე, მძიმე შეცდომა იქნება“, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

მეათე მოწვევის პარლამენტში სულ 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 48.15% მიიღო; საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.14%; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78%; „ლელომ“ – 3.15%; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14%; „გირჩმა“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33%; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%.

ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათ გუშინ, საპარლამენტო არჩევნებიდან მეორე დღეს, თბილისში აქცია გამართეს და შემდეგი მასშტაბური აქცია 8 ნოემბრისთვის დაანონსეს. რამდენიმე პარტიის წევრმა უკვე განაცხადა, რომ მანდატებზე უარს იტყვიან და პარლამენტში არ შევლენ. „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

 

ამ თემაზე:

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს ან პარლამენტში მარტო დარჩებიან – ჟორჟოლიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებს აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

პარლამენტში 9 პარტია შევა – მომავალი დეპუტატების სია პირველი ტურის შედეგების მიხედვით

„ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 14 ოლქში მოიგო, 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]