weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შესვლაზე და II ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს

14:28 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ეს არჩვენები არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება – „ევროპული საქართველო“ უარს ამბობს, შევიდეს პარლამენტში, რომლის არჩევის ლეგიტიმურობას ჩვენ არ ვაღიარებთ და უარს ვამბობთ მონაწილეობა მივიღოთ მეორე ტურებში.

ეს არ არის რიგითი პროტესტი და რიგითი ბოიკოტი. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პარლამენტში მონაწილეობას და აქტიურობას, მაგრამ დღეს საქმე გვაქვს სახელმწიფო გაყალბების მანქანასთან და ხალხის ნების ფუნდამენტურად დამახინჯებასთან. ამის ლეგიტიმაცია ჩვენგან ვერ მოხდება. მივმართავ სხვა ოპოზიციურ პარტიებს და იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოვისმენთ მათ პოზიციას“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

გიგი უგულავას თქმით, „გაყალბებულ პარლამენტში შესვლა პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას ნიშნავს“. როგორც უგულავამ თქვა, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა: პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ ხმების – 48.15% მიიღო; საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.14%; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78%; „ლელომ“ – 3.15%; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15%; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14%; „გირჩმა“ – 2.89%; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33%; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1%.

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, ცესკოს მონაცემებით, „ევროპული საქართველოდან“ მეორე ტურში მონაწილეობა უნდა მიეღო ელენე ხოშტარიას (ვაკი რაიონი) და შალვა შავგულიძეს (მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები).

 

ამ თემაზე:

პარლამენტში 9 პარტია შევა – მომავალი დეპუტატების სია პირველი ტურის შედეგების მიხედვით

„ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნები 14 ოლქში მოიგო, 16 ოლქში მეორე ტური გაიმართება

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

პარლამენტში არ შესვლა ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც წარსულში ოპოზიციამ დაუშვა – ჩუგოშვილი

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს ან პარლამენტში მარტო დარჩებიან – ჟორჟოლიანი

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიებს აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ – თალაკვაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]