weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხახალეიშვილი - 46.1%, შუშანია - 31.47% – ქუთაისის მერს მეორე ტურით აირჩევენ

16:23 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020
ფოტოზე - იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ შუშანია ფოტოზე - იოსებ ხახალეიშვილი და გრიგოლ შუშანია

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46.1% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ – 31.47%. შესაბამისად, ქუთაისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ქუთაისის მერობის არჩევნებს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი ირაკლი კიკვაძე აცხადებს, რომ არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობასთან დაახლოებით 30-მა ადამიანმა სცემა. როგორც კიკვაძე ამბობს, მას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ე.წ. შავი სამყაროს წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. კიკვაძის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

31 ოქტომბერს მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა კასპის, ონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებშიც. არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

კასპში ვახტანგ მაისურაძემ ხმების 55.4% მიიღი, ონში დავით ჩიკვაიძემ – 56.6%, თერჯოლაში ლაშა გოგიაშვილმა – 50.4%, ხოლო ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილმა – 55.7%.

31 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრის შედეგად, ყველგან „ქართულმა ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 

მერების რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყვიტეს ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ონის მერმა ემზარ საბანაძემ და კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]