weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა უცვლელია – ენმ/გაერთიანებული ოპოზიცია

18:50 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

„ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებულმა ოპოზიციის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, არ შედიან პარლამენტში და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას.

„არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. ეს არ არის პარლამენტი და ვერც იქნება. შესაბამისად, იქ არავის არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა რჩება უცვლელი - ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში და ეს ყველაფერი იქნება მიღწეული უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიცია სამართლებრივ ბრძოლასაც გააგრძელებს და შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვს.

„ჩვენ, ჩვენი ერთობით, კიდევ ერთხელ ვდგამთ ნაბიჯს იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიხიოს უკან, ზუსტად ისე, როგორც დაიხია მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა და ვითხოვდით პროპორციულ არჩევნებს.

არ ვაპირებთ ამ არჩევნების შედეგების აღიარებას. ჩვენ ვნახეთ ძალადობა, დაპირისპირება, მოსყიდვა, ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული. ჩვენი ჯგუფი ახლაც მუშაობს საჩივრებზე და ბუნებრივია, სამართლებრივ ბრძოლასაც ვაპირებთ, ყველა ოქმის ბათილობის მოთხოვნას. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა“, – აღნიშნა სამნიძემ.

პარლამენტში შესვლაზე ასევე უარს აცხადებენ „ლელო“, „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), პროპორციული წესით „ქართულმა ოცნებამ“ 48.15 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ – 27.14 %; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.78 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“– 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ –1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

 

ამ თემაზე:

„ოცნებამ“ 76 მანდატი თუ მოიპოვა, პარლამენტი მუშაობას დაიწყებს - ზურაბ ჯიბღაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]