weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანიამ განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას

10:07 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება, თუ არჩევნების რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუ რომელიმე შედეგზე არ მოხდება საჭირო რეაგირება. ამის შესახებ ჟვანიამ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„თამარ ჟვანია იმ შემთხევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, თუკი რომელიმე შედეგი არ იქნება სწორად დათვლილი და თუკი რომელიმე შედეგზე არ მოხდება ისეთი რეაგირება, როგორიც საჭიროა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რადგან დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ნება ზუსტად, ზედმიწევნით აკურატულად იყოს გადმოცემული. ეს წლების განმავლობაში ასე ხდებოდა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, აღიარებულია პარალელური დათვლის შედეგებით.

ამიტომ, როდესაც პოლიტიკური მიზნებით, ვინმე შედეგების ნამდვილობის საკითხს აყენებს, ეს არასწორია. აიღოს ყველამ ოქმები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია დათვალოს ის, რასაც ცესკო გამოაქვეყნებს. თუ რომელიმე იქნება არასწორი, შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე“, – განცხადა თამარ ჟვანიამ.

ჟვანიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც არჩევნებზე ხდება გარკვეული ტექნიკური, მექანიკური შეცდომები ან ოქმის არასწორი შევსება.

„თუმცა, დღეს რაც ხდება, კამპანიური ხასიათის, მათ შორის, მედიით, სოციალური ქსელით დატრიალებული ოქმები თითქოსდა გაყალბებულია... ძალიან საოცარი, არასწორი კამპანიური ხასიათი აქვს ამას და ვფიქრობ, რომ მიზანმიმართულია. ტრიალებს ოქმები, მაგრამ არ ტრიალებს შესწორების ოქმები, რომელიც ოქმის სამართლებრივი შემადგენელი ნაწილია. რა თქა უნდა, იყო გარკვეული შეცდომები და ეს არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ ბევრ არჩევნებზე გვინახავს, მაგრამ რამდენიმე სახის პრობლემაა, რომელიც სოციალურ ქსელში ტრიალებს იმისთვის, რომ საზოგადებაზე მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა და აჩვენონ თითქოს შედეგები არასწორია: პირველი – ეს არის მაჟორიტარული ოქმები და ტრიალებს, თითქოს იქ აკლია ხმები, მაგრამ მაჟორიტარულ ნაწილში ის ამომრჩეველი არ იღებს მონაწილეობას, ვინც პროპორციულში. ეს არის აბსოლუტურად გამართული ოქმები, მაგრამ ტრიალებს როგორც ყალბი. მეორე – რომელსაც ახლავს შესწორების ოქმები, მაგრამ მხოლოდ ძირითადი ოქმები ვრცელდება და ის შეწორებული 20 ხმა იქნება, 5 თუ 10 ხმა, მიზანმიმართულად არ არის გამოტანილი, მესამე – შეიძლება მართლა იყოს შეცდომა და ახლდეს შესწორების ოქმი, მაგრამ ეს საკითხები, რა თქმა უნდა, ოლქის მიერ განხილული იქნება“, – განმარტა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, დღეს მიმდინარეობს ოქმების რევიზია, გასწორება და გარდა ამისა, უნდა მოხდეს საჩივრების განხილვა.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ დაუდგენია შედეგები. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ კარგად მინდა გაიგოს - ცესკო ახლა წინასწარ ამუშავებს იმ ოქმებს, რომლებიც შემოდის. ამ ოქმებში შესწორებები შედის. ეს არის წინასწარი მონაცემი, რომელიც საბოლოოდ დამუშავდება და ოფიციალურად გაფორმდება.

ახლა ყველა ოქმი გადის რევიზიას – 7 ათასზე მეტი ოქმია. ჩვენს აპარატს დასჭირდება ის დრო, რაც სჭირდება შესწორების ოქმების ასევე ასახვას. ჩვენ ამ შესწორებებს შემოსული ოქმების საფუძველზე დავასრულებთ ძალიან მალე, მაქსიმუმ ხვალისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ოფიციალური საბოლოო შედეგი. ამას აქვს თავისი საკანონმდებლო ვადები, ყველა საჩვარი უნდა განვიხალოთ“, – განაცხადა ჟვანიამ

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ტყუილი და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა პოლიტიკოსების განცხადებები, თითქოს არჩევნები ყალბდება.

 

ამ თემაზე:

ოპოზიცია აცხადებს, რომ შემაჯამებელი ოქმების ბათილობაზე უკვე 853 საჩივარი მოამზადა

შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოკვეთილი ტენდენცია იყო – ISFED

პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]