weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

13:32 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

პროკურატურა გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს. ამას წინ უძღოდა ორი დღის წინ მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა.

სასამართლო სხდომა 17:00 საათზეა დანიშნული.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურის მოთხოვნა მელიას დაპატიმრება იყო. 

„მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავკეთებ. ეს ვთქვი და ასეც იქნება, დანარჩენი თავის თავს დააბრალოს ივანიშვილმა. ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, სადაც სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, ამიტომ მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისთვის და ეს ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“.

პირველი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე, სადაც ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური პროტესტის ნიშნად მოიხსნა.

„მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს, სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების გარდა ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულებები დაეკისრა, მათ შორის, აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება. მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის ივლისში, პროკურატურის მოთხოვნით დაუმაგრეს.

20 ივნისის მოვლენების დროს ნიკა მელია დეპუტატი იყო, თუმცა პარლამენტმა მას იმუნიტეტი მოუხსნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნიკა მელია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცმებით, 31 ოქტომბრის კენჭისყრაზე მან ხმების 43.88% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა „ქართული ცონებიდან“ ლევან კობიაშვილმა – 42.69%. არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია მასში მონაწილეობის მირებას არ აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]