weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საია 177 უბნის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს

16:02 სამშაბათი, 03 ნოემბერი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრები წარადგინა, რომლებითაც 117 უბანთან მიმართებაში შემაჯამებელი ოქმების გაბათილება და შესაბამისი მონაცემების ხელახლა დათვლაა მოთხოვნილი.

საიას განცხადებით, გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები.

საიამ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში 304 საჩივარი წარადგინა. მათგან 131 საჩივარი კენჭისყრის ან/და ხმის დათვლის პროცედურის დარღვევას შეეხება, ხოლო 173 უბანთან მიმართებით საია შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე დავობს.

საოლქო საარჩევნო კომისიებმა წარდგენილი საჩივრები 2 დღის ვადაში უნდა განიხილონ.

გუშინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობის მოთხოვნით 800-ზე მეტი საჩივარი აქვთ მომზადებული.

შემაჯამებელი ოქმების დისბალანსთან დაკავშირებით დღეს, დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე, განცხადება გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

„სამწუხაროდ, საარჩევნო ადმინისტრაციაზე განუზომელი მასშტაბის შეტევაა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, ასევე, ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიდის როგორც ადმინისტრაციაზე, ისე ჩემზე. ეს ზეწოლები იმისთვის არის განხორციელებული, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება და ვერ ჩაატაროს მეორე ტური.

რა თქმა უნდა, სარჩელები შედის საუბნო საარჩევნო კომისიებში, მაგრამ სანამ შედეგები გამოქვეყნდებოდა, მანამდე რაიმე შედეგთან, გაუქმებასთან ან გადათვლასთან დაკავშირებით, ზოგადად, დათვლისა და შეჯამების პროცესთან დაკავშირებით, უბნებში საჩივრები არ ფიქსირდებოდა, გარკვეული გამონაკლისების გარდა (მაგრამ იმ მასშტაბით, რაზეც ახლაა საუბარი, არ დაუფიქსირებიათ)“, – განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საუბნო კომისიების მიერ შემაჯამებელ ოქმებში დაშვებულმა შეცდოემებმა გმოიწვია 500-ზე მეტი შესწორების ოქმის საჭიროება.

 

ამ თემაზე:

თამარ ჟვანიამ განმარტა, რა შემთხვევაში მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას

შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსზე დეზინფორმაცია ვრცელდება – ცესკო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]