weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ დროზე არ მოეგებიან გონს – უდუმაშვილი

00:24 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

„ვითარება არის ძალიან რთული, ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდება, თუ დროზე არ მოეგებიან გონს. ამ კრიზისიდან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - ხელახალი არჩევნები და ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის დათხოვნა“, – განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანი გამოვა, ვიდრე დღეს იყო რუსთაველის გამზირზე.

„გამოვიდეს რამდენიმე ადამიანი, ან თამარ ჟვანია და მისი მოადგილეები, ჩვენგანაც სამი ადამიანი გავა, ერთმანეთს შეხვდებიან, გაისაუბრებენ და ხომ შეიძლება, რაც ახლა ხდება შედარებით მშვდობიანად დასრულდეს? ამდენ ხალხს ნუ დაგველაპარაკებიან, სამ ადამიანს გავგზავნით, ჩვენს წარმომადგენლებს. კონტაქტიც კი არ უნდათ იმდენად შეშინებულები არიან. თუ ჰგონიათ, რომ თამარ ჟვანია ხვალ მოვა, სამსახურში დაჯდება და იმ ოქმებს გააფორმებს ოფიციალურად, რომელიც ქართველ ხალხს მოპარა, ძალიან ცდება. ნამდვილად არ მიეცემა ამის საშუალება“, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ცესკოს შენობასთან მათ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მიერ დაყენებული სამი მოთხოვნა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს. 

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო. 

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]