weather cur horoscope tv
აგვისტო 11, 2022

ნოემბერში ხალხს ცივი წყლით წუწავენ და კოვიდზე გველაპარაკებიან – უდუმაშვილი

00:55 ორშაბათი, 09 ნოემბერი 2020
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

„ესენი ჩვენ რომ გვაფრთხილებენ კოვიდზე... წარმოიდგინეთ, ნოემბერში ხალხს ცივი წყლით წუწავენ და კიდევ კოვიდზე გველაპარაკებიან. ქვეყნის მთავარი კოვიდი დღეს „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა.

„ეს ხალხი რომ მოვიდა, უბრალოდ აქ, ეზოში იდგა. პირველი ნაწილი მოვიდა ცოტა უფრო ადრე, ისინი, ვინც მანქანებით წამოვიდნენ და ელოდებოდნენ კოლონას, რომელიც ფეხით მოდიოდა და ერთ საათზე მეტი სჭირდებოდა მოსასვლელად.

როგორც კი დაინახეს, რომ ხალხის კონცენტრირება ხდებოდა, გადაწყვიტეს, რომ სანამ ის კოლონა შემოუერთდებოდა, ეს ხალხი სასწრაფოდ დაეშალათ. წყლის ჭავლი გამოიყენეს სრულიად გაუფრთხლებლად.

არაფერი გამაფრთხილება არ ყოფილა, პირდაპირ დაუშვეს წყლის ჭავლი და ნახევარი საათის შემდეგ ჩართეს გამაფრთხილებელი ჩანაწერები. ეს ხალხი დასველდა, გაიწუწა“, – ამბობს უდუმაშვილი

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს და ის თავადაც შეისუნთქა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციას მართავენ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. ცესკოს შენობასთან მათ რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს მას შემდეგ, რაც მთავრობამ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მიერ დაყენებული სამი მოთხოვნა: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თამარ ჟვანიას გადადგომა; პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  ოპოზიცია ცესკოს პიკეტირებას აპირებს. 

ცესკოსთან მისული დემონსტრანტები პოლიციის მისამართით საპროტესტო შეძახილებს სკანდირებდნენ, რა დროსაც მათ წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო გაფრთხილების გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გავრცელდა ინფორმაცია, ცესკოს შენობასთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზის გამოყენების შესახებ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძემ უარყო. 

როგორც საბანაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცესკოს შენობაში, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა და  „ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს, შსს-მ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში პროპორციული ძალა გამოიყენა“. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]