weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? – ჯაფარიძე

13:01 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

პარტია „გირჩის“ ლიდერი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიპლომატების მიერ მომზადებული დიალოგი ჩაიშალა.

ზურაბ ჯაფარიძე კითხულობს, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობდა ვაშაძე ინტერვიუში.

„ვუყურე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინტერვიუს „რუსთავი 2“-ზე. ჰოდა, არც გაურკვევლობაში დარჩენას ვაპირებ და არც თვალთმაქცობას, ამიტომ საჯაროდ ვკითხულობ: იტყუება ენმ-ის ლიდერი? რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე ლაპარაკობს? ვინ ჩაშალა და როდის? რა მიზეზით?“, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძე.

ინტერვიუში გრიგოლ ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ დიალოგის საკითხზე ოპოზიციიდან საელჩოებთან კომუნიკატორი პირადად ის იყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ 10 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აღნიშნავდა ვაშაძე.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით მას განმარტების გაკეთებაც მოუხდა – თქვა, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ 8 ნოემბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს და მორიგი გამოსვლა 14 ნოემბრისთვის დაანონსეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]