weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი უფრო გამკაცრდება – მთავრობა

15:10 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გახარიამ ამის შესახებ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

სხდომაზე საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. მთავრობის ინფორმაციით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, ხოლო 3342 გამოჯანმრთელდა.

მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში (თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში) 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2000-ლარიანი ჯარიმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]