weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ხელახალი არჩევნების გარდა, სხვა ვარიანტი არ არსებობს – ინაშვილი 

23:19 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან მისი აზრით, ვითარების გამოსწორების სხვა ვარიანტი არ არსებობს.

ირმა ინაშვილის თქმით, ფილიპ რიკერი მაღალი კლასის დიპლომატია და კარგად  არის ინფორმირებული საქართველოში და მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ. 

„კონკრეტულად მე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. ეს იყო მთავარი თემა. მე დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რასაც თქვენ წინაშე საჯაროდ ვაცხადებ: 

აუცილებელია, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, სხვა ვარიანტი ვითარების გამოსწორების, ჩემი და ჩვენი პარტიის აზრით, არ არსებობს. 

ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ დღეს უბრალოდ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან.

კითხვას, ურჩია თუ არა ფილიპ რიკერმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლა, ინაშვილმა უპასუხა, რომ შეხვედრის დეტალების შესახებ არ ისაუბრებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფილიპ რიკერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებოდა, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო ისე დატოვა, რომ ოპოზიციას არ შეხვდა.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ლიდერები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა. მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ.

 

ამ თემაზე:

საქართველოში პოლიტიკური აქტორები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან – ეუთოს ასამბლეა

მხარს ვუჭერთ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]