weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

2003 წელს ელჩი მაილსი მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი, მერე დავთანხმდი? – სააკაშვილი

10:29 ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის შეხვედრას ოპოზიციის ლიდერებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებას ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ.

სააკშვილის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დადგა მყარად და ამერიკის მთავრობა ოპოზიციას ძალიან სერიოზულ მოთამაშედ განიხილავს.

„ოპოზიცია როცა ელაპარაკა მათ დარღვევებზე, რაც მე ვიცი, მათ არანაირი წინააღმდეგობრივი არგუმენტი არ ჰქონდათ. ისინი, ყველა ხვდებიან, რომ ყველა დარღვევას, გაყალბებას, ყველაფერს ამას ჰქონდა ადგილი, რომ ეს იყო ყველაზე უარესი არჩევნები ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასეთია მათი ინტერპრეტაციაც.

შემდეგ ამბობენ, რომ კი, გაგიყალბეს, მაგრამ იქნებ მოილაპარაკოთ  რაღაცაზე. 2003 წელს საქართველოში იყო ასეთი ელჩი, რიჩარდ მაილსი, რომელიც თავის რეზიდენციაში მოლაპარაკების რაუნდს აწარმოებდა ჩემსა და ჯორბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა. ბოლოს გვეუბნებოდა: დათანხმდით მესამე ადგილს იმიტომ, რომ არ გვინდა არეულობა, რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ, ჩვენი ინტერესია თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში და იქ იბრძოლოთ. მერე დავთანხმდი? რომ არ დავთანხმდი და გავიმარჯვე, მერე დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა. ჩემს ინაუგურაციაზე კოლინ პაუელი ჩამოვიდა, ათასჯერ მიმიღეს ტრიუმფით და ა.შ. ასე ხდება, როდესაც შენი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძვი.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ვერავინ ვერ გვაიძულებს და მიგვაღებინებს იმას, რაც ჩვენი თავისუფლების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ჩვენ ახლა დასაკარგი დრო გვაქვს, რომ ვიღაც შევიდეს გაყალბებულ პარლამენტში, დაჯდეს, იცოდვილოს და ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ლიდერები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებების ორი რაუნდი შედგა. მხარეებს შეთანხმებისთვის ამ დრომდე არ მიუღწევიათ.

 

ამ თემაზე:

მხარს ვუჭერთ ოპოზიციის პარლამენტში შესვლას – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველოში პოლიტიკური აქტორები უნდა გამოვიდნენ ჩიხიდან – ეუთოს ასამბლეა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]