weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, 5-6 ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს

13:51 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციიდან 5-6 ადამიანი მეათე მოწვევის პარლამენტში აპირებს შესვლას. კონკრეტული პირების ვინაობას ის არ ასახელებს.

„თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“, – წერს Facebook-ზე ირაკლი ოქრუაშვილი.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა პარასკევს, 11 დეკემბერს არის დანიშნული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შედეგად 90 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო 60 მანდატი 8 ოპოზიციურ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს შორის გადანაწილდა.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამოც მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მასში შესვლას არავინ აპირებს. ოპოზიციამ არც არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ოპოზციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე დათანხმებას არ განიხილავენ.

 

ამ თემაზე:

ვგრძნობ, რომ პარლამენტში შეიძლება ვინმე შევიდეს – თაკო ჩარკვიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]