weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რომ პარალელური დათვლა ჩვენი მთავარი არგუმენტი იყო – კაპანაძე

14:39 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხმების პარალელური დათვლა (PVT), რომელიც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრისას არასდროს ყოფილა ოპოზიციის მთავარი არგუმენტი.

„პარალელურ დათვლაზე ყოველთვის ვამბობდით, რომ იქ არსებული შეუსატყვისობა, არასდროს არ ყოფილა მთავარი მანიშნებელი იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. პარალელური დათვლა ნიშნავს იმას, რომ რა ოქმებსაც იღებდნენ „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები, იმ ოქმებს აჯამებენ და დებენ შედეგს.

გაყალბება მოხდა ბიულეტენების ჩაყრის გზით, გაყალბება მოხდა, ასევე „კარუსელების“ გზით. პარალელური დათვლა ამათ ვერ იჭერს, გაყალბებები მოხდა, ასევე მოსყიდვით.

ამიტომ პარალელური დათვლა არასდროს იყო ჩვენი მთავარი არგუმენტი. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა, რომ თითქოს ეს იყო. ახლა თავისივე მოგონილი არგუმენტი გაქარწყლდა და ამაზე ააგეს მთელი ეს პროპაგანდა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ „ფორმულას“ ეთერში.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. ISFED-ის თანახმად, აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% აიღო.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხმების პარალელურად დათვლის ცდომილება, მათ შორის, სახალხო დამცველისთვის მთავარი საყრდენი გახდა იმაზე სასაუბროდ, რომ არჩევნები გაყალბდა, რადგან არასდროს მომხდარა ისე, რომ PVT-ის შედეგები ასცდენოდა ცესკოს მონაცემებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]