weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ინაშვილს, ლომიასა და თევდორაძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ

15:54 ორშაბათი, 04 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის - ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

პროცედურის შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს ამ დეპუტატების ადგილმონაცვლე წევრების თაობაზე ინფორმაცია უნდა წარუდგინოს. არსებული ინფორმაციით, ინაშვილის, ლომიასა და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი შევლენ. აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ დეპუტატის მანდატზე უარის თქმას არ აპირებს „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე.

უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ამ დრომდე 54 დეპუტატს აქვს მიმართული, თუმცა პარლამენტმა პირველ რიგში „პატრიოტთა ალიანსის“ საკითხი განიხილა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსმა“ 4 მანდატი მოიპოვა.

 

ამ თემაზე:

პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში – ინაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]