weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხანძრის ქრობაში თბილისის დახმარება არ გვჭირდება – სერგეი შამბა

16:28 პარასკევი, 08 იანვარი 2021

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ტყის ხანძრის ჩაქრობაში სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება.

„ასეთი აუცილებლობა არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან“, – განაცხადა შამბამ გამოცემა Sova-სთან.

ოკუპირებული აფხაზეთის რამდენიმე რაიონში ბოლო დღეებში ტყისა და მინდვის ხანძრებს ებრძვიან. გუშინ გაგრაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს დაახლოებით 150 მეტრით მიუახლოვდა. დღეს დილით დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს. ამასთან, განცხადება გაავრცელა დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა, სადაც ნათქვამია, რომ ტყის ხანძრების ქრობასთან დაკავშიებული სიტუაცია ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ პირად კონტროლზე აიყვანა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, ოკუპირებულ რეგიონში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ აცნობა დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომ მზად იყო ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარება აღმოეჩინა.

„ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ხანძარმა სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გაგრელებს.

5 იანვრის დილიდანვე, ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში ხანძრის კერების გაჩენასთან დაკავშირებით, ანალოგიურად, ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზადყოფნა, დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის, ხანძრის ვერტმფრენით ჩაქრობის საშუალებით.

ამ ეტაპზე, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენ ხელთ არსებული არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე ვიმყოფებით და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე, მზად ვართ, ჩავერთოთ ამ პროცესში“, – განაცხადა ტეა ახვლედიანმა.

მინისტრის თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებას დე ფაქტო ხელისუფლებასთან ორმხრივი დიალოგი და უწყვეტი კომუნიკაცია აქვს, თუმცა მის დეტალებს ვერ გაასაჯაროვებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]