weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

სასამართლომ ზაზა გახელაძეს ყველაზე მსუბუქი განაჩენი გამოუტანა – ჯიოევი

18:07 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021 hits 522

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯოევმა განაცხადა, რომ ზაზა გახელაძის საქმეზე სასამართლომ ყველაზე მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. ჯიოევის თქმით, გახელაძემ წინასწარი განზრახვით და პროვოკაციულად დაარღვია ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.  

„სრულიად აშკარაა, რომ გახელაძის საქმეს იყენებენ არაერთხელ გამოთქმული პროპაგანდისტული და განზრახ ყალბი ბრალდებების გამეორების საბაბად.

საქართველოს ხელისუფლება და მათი მფარველები ფხიზლად რომ უყურებდნენ რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას, რომ მიეღოთ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ არაერთხელ გაჟღერებული წინადადება საზღვრის დელიმიტაციაზე ერთობლივი სამუშაოების ჩატარების შესახებ, გახელაძის საქმის მსგავსი პროვოკაციები არ იქნებოდა“, – აცხადებს ჯიოევი.

რუსი სამხედროების მიერ, 7 თვის წინ, კასპის რაიონიდან გატაცებულ 34 წლის ზაზა გახელაძეს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 322-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელის სიცოცხლის ხელყოფასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ე.წ. პროკურატურა ზაზა გახელაძისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის შეფარდება დაგმო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ევროკავშირმა კი საოკუპაციო რეჟიმს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]