weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თუ მელიას ციხეში ჩასვამენ, მოლაპარაკება ჩაიშლება – ხვიჩია

15:45 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021

პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების პროცესს ჩაშლის.

„აზრი არ ექნება მოლაპარაკებას თუ მელია ციხეში ზის. ჩემი პოზიცია გასაგებია – ნიკა მელიას თუ დაიჭერ და ციხეში ჩასვამ, რა მოლაპარაკება უნდა გააგრძელო?! გასაგები იქნება, რომ „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება არ უნდა და ბოლომდე ჩაჭრა გზები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

შეკითხვაზე, უშვებს თუ არა პროცესის ისე განვითარებას, რომ მელიას დაკავების პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას უბარიერო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მიღება შესთავაზოს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„ეს ძალიან ცინიკური იქნება და მგონია, რომ გამორიცხულია. მე ეს ხომ იმისთვის არ მინდა, რომ პარლამენტში შევძვრეთ? იმისთვის მინდა, რომ შესაძლებელი იყოს ეს ცვლილება და თუ მელიას დაიჭერენ, ყველა ადამიანს, რომელიც უნდა დავარწმუნო, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩემთან არგუმენტი ექნება - „სად შემოვიდე, კაცი დაიჭირეს“. ისედაც, ეს ამორალური ამბავი იქნება. მე იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ ამ პროცესში კონსტრუქციული იქნება და არ დაგვჭირდება ამ სცენარზე ფიქრი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს გადახდის ვადა ხვალ, 12 თებერვალს ეწურება. ერთი კვირი წინ ის პროკურატურამ გააფრთხილა, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს გადახდაზე უარს ამბობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]