weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ელისაშვილი

14:12 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, პრაგმატული და სწორი იყო.

„ის, რომ ქვეყანა არ უნდა შევიდეს სამოქალაქო დაპირისპირებაში, არ უნდა წავიდეს ესკალაციის გზით, არის ფაქტი და გახარიამ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი, არ გაამძაფრა ვითარება, არ მიიყვანა სისხლისღვრამდე და დაპირისპირებამდე“, – განაცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი „ქართულ ოცნებას“ ორი დღის წინ აფრთხილებდნენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტი არ მოეხსნათ.

„ეს რომ გაეკეთებინათ, აქამდე არ მივიდოდა ყველაფერი. ვეუბნებოდით, რომ ჩიხში შევიდოდა სიტუაცია და ეს მოხდა ზუსტად. ჩვენთან მიღებული წესია, რომ როცა რაღაცას გეუბნება ოპოზიცია, უნდა დააიგნორო.

ორივე მხარე ყველაფერს აკეთებს თავისი უგუნურებით, რომ ქვეყანაში დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება და ამის შედეგად ჩამოვიდეს სააკაშვილი და საერთო ჯამში, სული ამოხადოს ქვეყანას.

ერთი მხარეც ყველაფერს აკეთებს - გირაოს არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ და ესენი - დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, მიიყვანეს იქ სპეცრაზმი, თან ვერ მიიყვანეს... კუნთების თამაშს მოეშვან, დასხდნენ და დაილაპარაკონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეუცვალა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით, სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.

გახარიას გადადგომის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებით გადადო ნიკა მელიას დაკავების პროცესი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]