weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო, რადგან ყველაფერი კანონის ჩარჩოში ხდებოდა – სუბარი

15:50 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადადგომა და ვერ გაიგო, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.

„პირადად ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადადგომა და ძალიან არასასიამოვნო, გულწრფელად რომ გითხრათ, იმიტომ, რომ მართლა, ის, რაც ხდებოდა იყო აბსოლუტურად კანონიერების ჩარჩოში და პოლიციამ ზუსტად იცოდა, როდის და როგორ ემოქმედა. აქ პროცესის ხელოვნურად დაჩქარებაზე ან შენელებაზე არ ყოფილა და არც უნდა ყოფილიყო ლაპარაკი.

გამიჯვნა-არგამიჯვნა არ ვიცი. რატომ გადადგა, ისიც ვერ გავიგე, გულწრფელად რომ გითხრათ, თვითონ რაც თქვა, იმის გარდა. რამე მსჯელობა ასეთი რომ ყოფილიყო გუნდში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ მიმეღო მონაწილეობა, ისეთი არ ყოფილა და არც მგონია, რომ რამე ყოფილიყო. შსს-მ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს პირის წარდგენა სასამართლოში, თუ დასაკავებელია დაკავება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მას შემდეგ, რაც გუშინ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეუცვალა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით, ვერ მიაღწია ერთობლივ აზრს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]