weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, მხარს არ დავუჭერ – ელისაშვილი ღარიბაშვილზე

19:16 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

„ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს. ალბათ, ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ შეერჩია“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით.

ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატურა უნდა დაესახელებინა, რომელიც შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას განმუხტავდა.

„ხომ ნახეთ, როგორი პრემიერი იყო? მას ნულოვანი შედეგი ჰქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრს. თვითონაც წვალობდა და ამ ქვეყანასაც აწვალებდა თავისი პრემიერობის დროს და იგივე უნდა გაგრძელდეს.

ღარიბაშვილის პიროვნულ თვისებებს რომ თავი დავანებოთ, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ ისეთი ადამიანი უნდა შეერჩია, ვინც ნაბიჯებს გადადგამდა დეესკალაციისკენ, სიტუაციის განმუხტვისკენ, ვინც მოლაპარაკების მომხრე იქნებოდა, შეძლებდა ოპოზიციის რეალური მოთხოვნების მოსმენას და მაქსიმალურად გაითვალისწინებდა.

ყველაზე კონფრონტაციული ადამიანი შეარჩიეს, ვისაც ლამის „ნაციონალების“ ცოცხლად შეჭმა უნდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დასკვნა ამ სიტუაციიდანაც ვერ გამოიტანა და განაგრძობენ, ჯიუტად, იმ უგნური დაპირისპირების პოლიტიკას. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი, ეს იქნება ცუდი ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ კუნთების თამაშს აგრძელებს. ყველამ უნდა ამოვისუნთქოთ, დამშვიდდეთ და მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. 

გახარიას გადადგმიდან რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა, რომელმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]