weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

„ევროპელი სოციალისტები“ ღარიბაშვილის მთავრობის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებენ

13:01 შაბათი, 20 თებერვალი 2021

„ევროპელი სოციალისტები“ – ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე და დავით ზილფიმიანი – მონაწილეობას არ მიიღებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

„ჩვენ, „ევროპელი სოციალისტები“, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ, თავს შევიკავებთ. იმიტომ, რომ ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა და ვფიქრობ, მმართველ პარტიას თავისუფლად შეუძლია დაამტკიცოს ის ახალი მთავრობა, რომელიც უკვე წარდგენილია.

მიუხედავად ამისა, ეს არის საქართველოს მთავრობა და მისი წარმატება ჩვენთვის და ალბათ, მთელი მოსახლეობისთვის მისასალმებელი იქნება. ჩვენ გვერდში დავუდგებით მთავრობას ყველა წარმატებულ პროექტებში, სიახლეებში, რომლებსაც ისინი განახორციელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ინჯიამ.

18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიამ დატოვა. როგორც მან განაცხადა, ამის მიზეზი გახდა ის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. გახარიას გადადგმიდან რამდენიმე საათში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო შეიკრიბა, რომელმაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მოქმედი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

19 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა, რომელშიც ორი ახალი სახეა – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილის ნაცვლად მისი ყოფილი პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძეა წარდგენილი, ხოლო თავდაცვის მინისტრად – ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან, ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი ორშაბათს, 22 თებერვალს უყრის კენჭს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის (76 დეპუტატის) მხარდაჭერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected].com