weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბერდია სიჭინავამ თანამდებობა დატოვა

18:43 პარასკევი, 26 თებერვალი 2021

ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. სიჭინავა განსაკუთრებულ მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უხდის.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ პოზიციაზე მუშაობა, განსაკუთრებით რთული გამოწვევების პირობებში, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა!

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას - უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს, განსაკუთრებული უნარების მენეჯერსა და ნამდვილ ლიდერს, რომელმაც მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

დარწმუნებული ვარ, მომავალშიც შევძლებთ საკუთარი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და განვითარებაში“, – წერს ბერდია სიჭინავა და წარმატებებს უსურვებს მთავრობას და ახალ ადმინისტრაციას.

მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა, თანამდებობა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემაც დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]