weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არ მგონია გამოძიებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდეს – სარჯველაძე ჩანაწერებზე

13:15 ორშაბათი, 08 მარტი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატი და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს.

„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს, პარტია „ლელოს“ წევრებმა და იურისტებმა – კახა კოჟორიძემ და ლევან სამუშიამ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ, რადგან, მათი აზრით, ჩანაწერები დანაშაულის ნიშნებს შიეცავს. 

ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერები 2010-2011 წლებში, „კუდის“ მიერ არის გაკეთებული. როგორც პარტიაში განმარტავენ, „გაყალბებული საუბარი“ შედგება როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში ათეულობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისგან. ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჩანაწერები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით გაავრცელეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]