weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციაზე ისმოდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც ჰესთან კავშირი არ აქვს – თურნავა

11:31 სამშაბათი, 16 მარტი 2021

„ყველას შევახსენებ, რომ მთავრობის წევრის დანიშვნა ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში, 14 მარტს, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, მისი გადადგომის შესახებ გაჟღერებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობას და ექსპეტებსაც. ეს არის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის, კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის არ დაწყება. ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ამ ფონდის მართვის, ისე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი კვლავ ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ ამ კონსტრუქციულ პლატფორმაზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა“, – განაცხადა ნათელა თურნავამ.

14 მარტს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელშიც დაახლოებით 22 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, მთავრობის მიერ ერთი წლის წინ თურქული კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს 14 მარტს კიდევ ერთი დაემატა - გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ გაითვალისწინებს ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნას, საპროტესტო აქცია თბილისში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]