weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრემიერი – რუსეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა

15:22 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარების სურვილი გამოთქვა, თუმცა ეს დახმარება საჭირო არ გახდა.

„ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთისგან.

„პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან - ეს არის ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები, რომლებიც ახლა გზაშია, ვერტმფრენი კი, უკვე მთელი დღეა მუშაობს. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება თურქეთისგან - ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია, ცოტა ხანში ჩამოვა და ჩაერთვება სახანძრო ოპერაციაში. დღის ბოლოს ჩამოფრინდება მოცულობითი, დიდი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ სომხეთმა მიიღო გადაწყვეტილება და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად მოხდება ცეცხლის ლოკალიზება და შემდეგ ჩაქრობა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან ხანძარი 20 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ადგილზე გავრცელდა. ბოლო ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 12 ჰექტარი ტერიტორია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]