weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სასწორზე დევს ევროატლანტიკური არჩევანი – ხაზარაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე

10:41 პარასკევი, 02 აპრილი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძევროპარლამენტარების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასწორზე ქვეყნის ევროატლატიკური არჩევანი დევს. ხაზარაძის თქმით, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები მზად არიან შეთანხმებისთვის.

„სასწორზე დევს არც მეტი არც ნაკლები ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი, ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი. ოპოზიციამ დანიელსონის ხუთპუნქტიანი შეთანხმებიდან სამ საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა, რაზეც მსგავსი თანხმობა „ქართული ოცნებისგან“ არ მიგვიღია.

პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ოცნება“ არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით მიღწეულ იქნას შეთანხმება.

ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად“, – აცხადებს ხაზარაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „ლელო“ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო.

„რაც შეეხება ეკონომიკას, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას არ გააჩნია ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა, „ლელო“ კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო, „ლელო“ მზადაა თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს განსახილველად, მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ევროკავშირის პარლამენტრის წამყვანმა შვიდმა წევრმა განაცხადა, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ქართველი პოლიტიკური ლიდერებით, რადგან მათ სამშაბათს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, დაეხმაროს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ამ შედეგის გამო დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები ევროკავშირისგან არ უნდა ელოდონ, რომ ის საქმეს ჩვეულებრივ დაუბრუნდება. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდიც კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა და დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]