weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

არ მგონია, 6 პარლამენტარის განცხადებამ სტრატეგიულ მიმართულებაზე იმოქმედოს – ვოლსკი

13:47 პარასკევი, 02 აპრილი 2021

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და „ქართული იცნების“ წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტის ექვსი წევრის განცხადება, რომლითაც ისინი კომპრომისზე პოლიტიკური პარტიების უარს გამოეხმაურნენ, გაუგებარია.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციური პარტიები არიან დამნაშავე იმაში, რომ ამ დრომდე შეთანხმება ვერ მოხდა.

„გაუგებარია ამ ექვსი ევროპარლამენტარის პოზიცია. იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ისინი, ეს ექვსი ევროპარლამენტარი მიმართავენ ევროკავშირს, ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას. ცნობისთვის, რამდენიმე იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია.

არ მგონია, რომ ექვსი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“, – თქვა ვოლსკიმ.

ევროკავშირის პარლამენტრის წამყვანმა შვიდმა წევრმა გუშინ განაცხადა, რომ ღრმად იმედგაცრუებულები არიან ქართველი პოლიტიკური ლიდერებით, რადგან მათ სამშაბათს ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, მიუხედავად ევროკავშირის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევისა, დაეხმაროს საქართველოს არსებული პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ამ შედეგის გამო დამნაშავეა დისკუსიებში მონაწილე როგორც მმართველი, ისე მთავარი ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ეკისრება.

„პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები ევროკავშირისგან არ უნდა ელოდონ, რომ ის საქმეს ჩვეულებრივ დაუბრუნდება. კერძოდ, ევროპარლამენტის მხრიდან იქნება მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის შემდგომი თანხების გამოყოფის შეჩერების, ასევე პირობითობის გაზრდის მხრივ ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებასთან და მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამებთან დაკავშირებით“, – აცხადებენ ევროპარლამენტის წევრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციურ პარტიებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მედიაციის მეორე რაუნდიც კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულდა და დანიელსონის მიერ შეთავაზებულ წინადადებას სრულად არცერთი მხარე არ დათანხმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]