weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

მოსამართლეთა დანიშვნის გაჩერება სასამართლო რეფორის შეფერხებას ნიშნავს – სუბარი

12:47 პარასკევი, 25 ივნისი 2021

ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პროცესის შეჩერების საფუძველი არ არსებობს და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების განცხადებები რეალობასთან ახლოს არაა.

როგორც სუბარმა თქვა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უკვე შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც 19 აპრილის შეთანხმებით (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი) ჰქონდა აღებული.

„ძალიან მიკვირს, როდესაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებას, რომელიც მართლა რეალობასთან არ არის ახლოს, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობამ შეარულა ყველა დაპირება, ყველა წინადადება, რომელიც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში და უფრო მეტიც კი გავაკეთეთ.

ჩვენ რომ გავაჩეროთ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, ეს ნიშნავს, რომ შევაფერხოთ სასამართლო რეფორმა და შევაფერხოთ საქმეების განხილვა სასამართლოებში, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სასამართლოსადმი ნდობა მაღალია და მის დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების დაპაუზებას მანამ, ვიდრე არ გატარდება ფართო, ინკლუზიური მრავალპარტიული კონსულტაციები ამბიციურ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დაასახელა კანდიდატები, ახლა პარლამენტის ხელშია, პარლამენტის უფლებამოსილებაა დააპაუზოს ეს პროცესი მანამ, სანამ ისინი ჩაატარებენ ინკლუზიურ კონსულტაციებს, რაც მათ ძალიან წარმატებულად გააკეთეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც კვირები, წლები და თვეები დასჭირდება. ეს უნდა გაკეთდეს. ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს სასამართლო სისტემას“, – განაცხადა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საქართველოს ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სჭირდება.

 

ამ თემაზე:

„ქართული ოცნება“ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერებას არ აპირებს

პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება სწორად არ მიაჩნია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]