weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გორიდან ვიწყებთ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას – გახარია

15:17 ხუთშაბათი, 01 ივლისი 2021

პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანია დღეს გორიდან დაიწყეს.

„დღეს, ჩვენ შიდა ქართლში, გორში, ვხსნით პარტიის ახალ ოფისს და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ არავის წინააღმდეგ ვართ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის. მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ; მიუხედავად იმისა, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რაც დღეს აქ მოგვიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიხურვენ ოფისს და ზეწოლას მოახდენენ და სამსახურიდან გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია ემსახურებიან სახელმწიფოს, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თითოეული მოქალქეის და ქვეყნის მსახურებას“, – განაცხადა გახარიამ.

გორში გიორგი გახარიას პარტიის ოფისი 2018 წელს გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრების აქციის ფონზე გაიხსნა. მათ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან პრეტენზიები აქვთ, რადგან 18 წლის ახალგაზრდის საქმის გამოძიება გახარიას შს მინისტრობის, შემდეგ კი მთავრობის მეთაურობის დროს მიმდინარეობდა. ოჯახს არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ თორნიკე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა და მიაჩნია, რომ იგი სასიკვდილოდ დაჭრეს, რის შემდეგაც ავარიის ინსცენირება მოხდა. მერებაშვილები გახარიას საქმის გაყალბებასა და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ. ამ საკითხზე ჟურნალისტის შეკითხვაზე გიორგი გახარიამ დღეს კომენტარი არ გააკეთა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]