weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ოცნება“ არასამთავრობოებს ცესკოს თავმჯდომარის კონკურსის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს

16:18 პარასკევი, 09 ივლისი 2021

ქართული ოცნების ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევი კონკურისის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. პაპუაშვილის თქმით, კონკურსის ჩაშლის შედეგად, ოპოზიციის წევრების უმრავლესობით დაკომპლექტებული ცესკო შეიქმნებოდა, რომელსაც ოპოზიციონერი თავმჯდომარე ეყოლებოდა.

„თუკი საკონკურსო კომისია ვერ შეარჩევდა და ჩვენ ვერ შევარჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს და ცესკოს წევრებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ აგვისტოს დაკომპლექტდებოდა ცესკოს პარტიული ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ პირველი აგვისტოდან გვეყოლებოდა ოპოზიციური უმრავლესობის მქონე ცესკო. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ქცევა (რომელიც, პირდაპირ ჩანს, რომ იყო კენჭისყრაში მონაწილეობის შეთანხმებული ქცევა) მიუთითებს იმისკენ, რომ, როგორც ჩანს იყო გეგმა, არ დაკომპლექტებულიყო ცესკო. შედეგად, ამ არჩევნებზე მივიღებდით ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მქონე ცესკოს, რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი. ეს არის ყველაზე აღმაშფოთებელი ამ საქმეში. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და პოლიტიკური მხარე დაიჭირეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტისთვის წარდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დისკრედიტაციას ახდნენ და მათ რეპუტაციას ლახავენ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFD) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად ცესკოს ორი მოქმედი თანამშრომელი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა. არასამთავობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მხარი არ დაუჭირეს.

მე არ დამაკმაყოფილა თავმჯდომარეობის კანდიდატების პასუხებმა. ვერ ჩამომიყალიბდა შინაგანი რწმენა მათი მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და პრინციპულობისადმი, თორემ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით კითხვა არ გამჩენია.

აქ პრობლემა იყო იმაში, რომ ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები. მე მოვუწოდებ პრეზიდენტს, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მათ ნდობას არ გამოუცხადებს და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ ჩვენ ხელახალი პროცესი გავმართოთ, მაგრამ თუ ამ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს, არა თუ უარეს თამარ ჟვანიას, ჩვენ მივიღებთ სერიოზულ კრიზისს, რადგანაც ნდობა ამ კანდიდატებისთვადმი, დარწმუნებული ვარ არ ექნებათ არც პოლიტიკურ პარტიებს და არც საზოგადოებას“, – განაცხადა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი თავის გადაწყვეტილებას იმით ასაბუთებს, რომ კომისიის მიერ შერჩეული ორივე კანდიდატი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოში მაღალ თანამდებობას იკავებდა და ამ არჩევნების მიმართ „საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში უნდობლობაა“.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს პარლამენტს წარუდგენს. თუ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი (100 დეპუტატის ხმა) დაუჭერს, მისი უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]