weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გომელაური და ღარიბაშვილი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ – წულუკიანი მედიას

18:16 ხუთშაბათი, 22 ივლისი 2021

უნდა გადადგეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა? ეს არის პირველს კითხვა. ტვ პირველს და ყველას გიპასუხებთ, რომ არა, ვახტანგ გომელაური და ირაკლი ღარიბაშვილი არ უნდა გადადგნენ. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ, განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და 5 ივლისის მოვლენებს შორის სავარაუდოდ მიზეზშედეგობრივი კავშირი არ იკვეთება.

რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს იმას, რომ, სავარაუდოდ, არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ვარაუდია.

დაველოდოთ გამოძიებს და პასუხისმგებლობები შემდეგ ვეძებოთ. თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა. აგერ ვარ და გადამაყენეთ“, – უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს სასტიკად ნაცემი 36 წლის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წევრებმა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომის, ასევე ყველა დამნაშავის დასჯის მოთხოვნა დააყანეს. ორდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, ოთხმა ტელეკომპანიამ – „მთავარმა“, „ფორმულამ“, „პირველმა“ და „კავკასიამ“, პროტესტის ნიშნად, მაუწყებლობა 24 საათითაც შეწყვიტა.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი ნახა. სიკვდილის უშუალო მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაასაჯაროვა ქიმიური ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელზე დაყრდნობითაც უწყება მიუთითებს იმაზე, რომ მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირება. გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ ფონიჭალაში დააკავეს პირი, რომელმაც ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა.

ოჯახის წევრებს შსს-ს ვერსიის არ სჯერათ. მათი თქმით, ლექსოს ორგანიზმში შეიძლება მხოლოდ მორფინი აღმოეჩინათ, რომელსაც ძლიერი ტკივილების გამო „ნიუ ჰოსპიტალსში“ უკეთებდნენ.

5 ივლისს, თბილისში, საქართველოს საპატრიარქოს და ჰომოფობიური ჯგუფების მოწოდებით „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების – „ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რაც მედიის წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და გამვლელების მიმართ ძალადობაში გადაიზარდა. ძალადობის მსხვერპლი გახდა 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათგან რამდენიმე მძიმედ დაშავდა და მათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]