weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„კომენტარების გარეშე“ – გახარია წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევაზე

17:25 შაბათი, 24 ივლისი 2021

კომენტარების გარეშე. მე ქალბატონ თეას საკმაო პატივს ვცემ იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა ამაზე კომენატარი გავაკეთო. არ გავაკეთებ, არ მინდა, განაცხადა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, რომელსაც, როგორც შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, სთხოვეს შეეფასებინა თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.

მოგვიანებით გახარიამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, თავად პროკურატურაში გამოკითხვაზე დადიოდა.

„ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ჩადენილია არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ... მე თვითონ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი პროკურატურაში დაკითხვაზე, როდესაც ეჭვები არსებობდა. მინდა გაგახსენოთ, საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი დაკითხვებზე დადიოდა პროკურატურაში. ასე ვიქცეოდი და მოვიქცევი მომავალში. ძალაინ გთხოვთ, სხვების მაგივრად პასუხს ნუ მთხოვთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თეა წულუკიანმა, რომელიც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი და პირველი ვიცე-პრემიერია, 22 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და დღემდე არ უბრუნებს.

„ეს ამხელა ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.

მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.

23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს,თეა წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]