weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ცესკოს თავმჯდომარე პარლამენტმა მესამე ცდაზეც ვერ აირჩია

16:30 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერც მესამე კენჭისყრაზე აირჩია. გიორგი კალანდარიშვილს 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, გიორგი სანტურიანს კი 3-მა. საკითხის გადასაწყვეტად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთ, ბოლო მოსმენაზე უყრიან. ის კანდიდატი, რომლიც 76 დეპუტატის მხარდაჭერას მიიღებს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას მხოლოდ 6 თვით დაიკავებს.

გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცესკოს მოქმედი თანამშრომლები არიან. ისინი თავმჯდომარეობის კანდიდატებად პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. კალანდარიშვილის და სანტურიანის კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს საკონკურსო კომისიის წევრებმა 4 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ისინი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები ვერ იქნებიან. შერჩეულ კანდიდატებს არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს მხარს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ ჟვანია გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]