weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თეა წულუკიანის საქციელი იყო პოლიტიკური აქტი და არა ძარცვა – მდინარაძე

17:36 ორშაბათი, 26 ივლისი 2021

არა, არ ვგმობ წულუკიანის იმ საქციელს, იმიტომ, რომ ჩემთვის (შეიძლება სუბიექტურიც ვიყო) ეს იყო პოლიტიკური აქტი, ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის შეკითხვას, გმობს თუ არა თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს.

მამუკა მდინარაძე, რომელიც სამართალმცოდნეა, მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმედება არც ძარცვა და არც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არ ყოფილა.  

„თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო (ხაზს ვუსვამ) მისაკუთრების მიზნით, მაშინ ძარცვა ყოფილა, მაგრამ ვერ იქნებოდა ძარცვა იმიტომ, რომ არ შეიძლება თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ატყუებთ ხალხს. მარტივი იურიდიული კაზუსია. ნახევარი საათი ინტერვიუს რომ იძლევა ადამიანი და შემდეგ ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე, ე.წ. ივენთზე რომ შეუვარდება და ჩაშლის, ის ჩაშლა არაფერია და საპირისპირო პოლიტიკური აქტი არის თურმე ხელის შეშლა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია.

„ეს ამხელა, ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.

მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.

23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]