weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა განიხილოს – კარასინი

19:18 ოთხშაბათი, 28 ივლისი 2021

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გრიგორი კარასინმა განუცხადა, რომელიც ფედერაციის საბჭოში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

„ჩვენ მზად ვართ [ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა] განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან მოგვარდება“, – ციტირებს კარასინის განცხადებას რუსული მედია.

გრიგორი კარასინს ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან პირადად შეხვედრის იმედი აქვს. კარასინის თქმით, შეხვედრის ადგილი ჯერ არ არის შეთანხმებული და ეს პანდემიაზეა დამოკიდებული.

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ აბაშიძესთან ხშირ კონტაქტს ონლაინ ფორმატში ინარჩუნებს, რაც, მისივე თქმით, საკმაოდ სასარგებლოა და კარგი შედეგები მოაქვს პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტის მხრივ.

„გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა.

კარასინმა და აბაშიძემ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე 2020 წლის ნოემბრის ბოლოს, ონლაინ-შეხვედრაზეც იმსჯელეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ, ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ერთ-ერთ პირობად მათი მხრიდან დასახელდა „საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეების გაქრობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]