weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კულტურის მინისტრის საქციელმა ყველა დაგვამუნჯა – ევროპარლამენტარი

23:26 პარასკევი, 30 ივლისი 2021

„იმან, რაც თქვენმა კულტურის მინისტრმა გააკეთა, ჩვენ ყველა ძალიან დაგვამუნჯა. იმას ვგულისხმობ, რომ ეს აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ მთავარი არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხებოდა.

„მაგრამ ამავდროულად, ხანდახან, რა თქმა უნდა, ასევე ჟურნალისტების მხრიდანაც ვისურვებდი დავინახო მეტი დისტანცია, რადგან ზოგიერთი მათი წარმომადგენელი ძალიან აბეზარია. ეს არ არის მინისტრის მიერ მიკროფონის გამოგლეჯვის გამართლება, მაგრამ ხანდახან კარგია, პატივი ვცეთ პირად სივრცეს, მათ შორის, პოლიტიკოსების. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაშფოთებს, რომ ამ ქვეყანაში მასმედიის თავისუფლება შეტევის ქვეშაა“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონულ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი 22 ივლისს წაართვა და დღემდე არ დაუბრუნებია.

„ეს ამხელა, ახტაჯანა ქალს წაგართვი მიკროფონი. ხომ დაგსჯიან ამისთვის. ემა, მოდი აბა თქვი, ბიძინას გაუმარ... უკეთესად მოუარე მომავალში საკუთარ ქონებას. წადი, ვსიო! წადი, დაიკარგე აქედან, ბიჭოს!“, – ასე მიმართა მინისტრმა ჟურნალისტს.

მომხდარის გამო, ემა გოგოხიამ პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს რეაგირება არ მოუხდენიათ. იმავე დღეს თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მიკროფონს 3 ოქტომბერს დააბრუნებს, როდესაც „ესენი სამუდამოდ ჩაიყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი“.

23 ივლისს „მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. როგორც არხის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, წულუკიანმა მიითვისა სხვისი კუთვნილი ქონება და ჟურნალისტს ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. გარდა ამისა, გვარამიას შეფასებით, მინისტრმა თავისი ქმედებით ჟურნალისტების მიმართ ძალადობაც წაახალისა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]