„სამწუხაროდ, დღეს ის ადამიანები ბრუნდებიან სათავეებში, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ სახელით, რომელთაც ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ვებრძოდით 2012 წელს. მე გახლავართ „ქართული ოცნების“ რუსთავის აღმასრულებელი მდივანი და დავტოვებ ამ თანამდებობას, დავტოვე ფრაქცია „ქართული ოცნება“, მაგრამ ვრჩები საკრებულოს თავმჯდომარედ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ერთი წამით ვუღალატე იმ პრინციპს, რა პრინციპითაც მოვედი აქ“, – აცხადებს ონიანი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.
2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა, რომელთა შორის ლევან ონიანი არ არის.
„სახალხო პარტიაში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმაც.
ამ თემაზე:
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები თვითმფრინავიდან გააძევეს
„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – საკრებულოს თავმჯდომარე ინგა გრიგოლიაზე
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისგან სექსისტური კომენტარისთვის ბოდიშს ითხოვენ
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ინგაზე“ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა