weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა „ქართული ოცნება“ დატოვა

12:25 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და „სახალხო პარტიაში“ წევრიანდება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკის გამო მიიღო.

„სამწუხაროდ, დღეს ის ადამიანები ბრუნდებიან სათავეებში, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ სახელით, რომელთაც ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ვებრძოდით 2012 წელს. მე გახლავართ „ქართული ოცნების“ რუსთავის აღმასრულებელი მდივანი და დავტოვებ ამ თანამდებობას, დავტოვე ფრაქცია „ქართული ოცნება“, მაგრამ ვრჩები საკრებულოს თავმჯდომარედ, რადგან არ მიმაჩნია, რომ ერთი წამით ვუღალატე იმ პრინციპს, რა პრინციპითაც მოვედი აქ“, – აცხადებს ონიანი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურება.

2 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა, რომელთა შორის ლევან ონიანი არ არის.

„სახალხო პარტიაში“ გაწევრიანების შესახებ განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმაც.

 

ამ თემაზე:

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები თვითმფრინავიდან გააძევეს

„ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“ – საკრებულოს თავმჯდომარე ინგა გრიგოლიაზე

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარისგან სექსისტური კომენტარისთვის ბოდიშს ითხოვენ

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ინგაზე“ კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]