weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი პოლიციამ დალუქა

14:43 ხუთშაბათი, 12 აგვისტო 2021

აჭარის პოლიციის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, თუმცა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას. მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

კორონავირუსის პანდემიის გამო „სოციალური ღონისძიებების“ (როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე) გამართვა აკრძალულია. მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტების თუ სხვა სარიტუალო დარბაზების მფლობელები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.

„სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თბილისის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში ვლინდება. 12 აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსი კიდევ 811 ადამიანს დაუდასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]