weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა არაფერს ცვლის – მელია

12:57 ხუთშაბათი, 02 სექტემბერი 2021

თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას აიღებს და პარტია საქართველოსთვისთავმჯდომარის, გიორგი გახარიას მონაწილეობა არაფერს ცვლის.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, მაგრამ პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. შესაძლოა, პირველივე ტურში თბილისის არჩევნების ბედი ვერ გადაწყდეს, მაგრამ შედეგობრივად, მგონია, რომ მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები პირველ ადგილზე. არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“, ეს კვლევებიდანაც ჩანს“, – აცხადებს ნიკა მელია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძე თეორიული შანსიც კი არ აქვს, არჩევნებში 40%-იან ნიშნულს მიუახლოვდეს.

 „ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად კალაძესა და ბატონ გახარიაზე. მათ პრაქტიკულად ერთი ამომრჩეველი ჰყავთ“, – აღნიშნავს ნიკა მელია.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ქართული ოცნების ლიდერების შეფასებით, გახარიას ამ გადაწყვეტილების მიზანია, ნიკა მელია მეორე ტურში გადაიყვანოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერობის სხვა კანდიდატები არიან: მიხეილ ქუმსიშვილი („ლეიბორისტული პარტია“), ანა დოლიძე („ხალხისთვის“) და ანა ბიბილაშვილი („ლელო“).

გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე იკავებდა. მან თანამდებობის დატოვების მიზეზად ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული აზრის ქონა დაასახელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]