weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ოცნებას“ მაშველი რგოლი დასჭირდა – გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

17:01 ოთხშაბათი, 29 სექტემბერი 2021

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავის მომხრეების მობილიზება მოახდინოს. თუ სააკაშვილი საერთოდ გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს რა თქმა უნდა, იქნება ოცნებასთან შეთანხმებული“, – განაცხადა პარტია საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადგილი ციხეშია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე, როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, დღეს „ოცნებას“ მაშველი რგოლი დასჭირდა, რომ ადამიანები შეაშინოს რაღაცით და ახლა აშინებენ ამით. რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ლოგიკას ვერ ხედავთ? ეს ორი ძალა ერთმანეთს ასაზრდოებს და როგორც კი საჭირო ხდება, გამოჩნდება ეს რაღაც აჩრდილი, არავინ არ არის დღეს, მისი პოლიტიკური რეპუტაცია არის ნული.

ორი ოფცია არსებობს აქ: თუ მოხდა სასწაული და ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მისი ადგილი ციხეშია. თუ საერთოდ ასეთი საოცრება მოხდა, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს „ოცნებასთან“ შეთანხმებულია და რაც მოხდება ამის შემდეგ და „ოცნება“ რასაც იკადრებს... ზუსტად იგივეს, რაც მელიას გაუკეთა – ამნისტიას. აგერ, ვნახავთ ყველა ერთად“, – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან.

27 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე დაჯავშნილი ავიაბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ის კიევიდან შაბათს, 2 ოქტომბერს გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში დაახლოებით 23 საათზე იქნება. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს გარეთ და დაიცვას მოპოვებული გამარჯვება.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთანავე დააკავებენ და ყველა, ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, კანონის ფარგლებში უმკაცრესად დაისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]